შემაჯამებელი ღონისძიება – საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა და საკვანძო კომპეტენციების განვითარება
2025 წლის 26 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა “საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება. ქვეპროგრამის ფარგლებში "პროფესიული უნარების ჰაბმა" სამგზავრო გემის მიმტანის, ბართენდერისა და რეცეფციონისტის პროფესიული მომზადების 20 კვირიანი სასწავლო მოდული განახორციელა.





მე ვარ ცირა, გავიარე “მომსახურების ხელოვნების” ტრენინგი და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პროფესიული უნარების ჰაბს, ასევე ჩვენს ტრენერს - თამარ ჭანიძეს. მომსახურება არის ის, რაც გვჭირდება ყველგან და ყოველთვის. ძალიან საინტერესო ორი დღე გვქონდა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთული. ვურჩევ ყველა კომპანიას, რომ დაატრენინგოს თავისი თანამშრომლები. ეს მართლაც სასარგებლო იქნება მათთვის. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ იყო ძალიან მეგობრული და თბილი გარემო, უგემრიელესი ლანჩი, გავიცანით ახალი, საინტერესო ადამიანები.




