შემაჯამებელი ღონისძიება – საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა და საკვანძო კომპეტენციების განვითარება
2025 წლის 26 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა “საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება. ქვეპროგრამის ფარგლებში "პროფესიული უნარების ჰაბმა" სამგზავრო გემის მიმტანის, ბართენდერისა და რეცეფციონისტის პროფესიული მომზადების 20 კვირიანი სასწავლო მოდული განახორციელა.







