შემაჯამებელი ღონისძიება – საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა და საკვანძო კომპეტენციების განვითარება

2025 წლის 26 დეკემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება. ქვეპროგრამის ფარგლებში პროფესიული უნარების ჰაბმა სამგზავრო გემის მიმტანის, ბართენდერისა და რეცეფციონისტის პროფესიული მომზადების 20 კვირიანი სასწავლო მოდული განახორციელა. კურსი საერთაშორისო საზღვაო ბაზრის მოთხოვნებისა და წამყვანი საკრუიზო კომპანიების სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

სასწავლო კურსი წარმატებით დაასრულა 26-მა ბენეფიციარმა, მათგან, მოცემული მომენტისათვის, გასაუბრება გაიარა 14-მა, ხოლო პირველივე გასაუბრებით დასაქმების უფლება მოიპოვა 11-მა.

ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატები, რაც მათთვის საზღვაო ინდუსტრიაში ახალი კარიერული შესაძლებლობების შექმნის წინაპირობა იქნება. 

სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ასევე სააგენტოს საპილოტე ქვეპროგრამის საკვანძო კომპეტენციების განვითარების კურსდამთავრებულები.