სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია

2024 წლის 18 მარტს, სასტუმროში ,,Courtyard by Marriott Batumi” ,,პროფესიული უნარების ჰაბის“ ორგანიზებით, გაიმართა,,სამგზავრო გემის მიმტანი“ და ,,სამგზავრი გემის ბართენდერის“ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია.

ღონისძიების თანაორგანიზატორი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, რომლის ქვეპროგრამის ფარგლებშიც მოხდა კურსდამთავრებულთა სწავლების დაფინანსება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და შეკრებილებს მიესალმნენ აჭარის ა.რ. ხელისუფლების წარმომადგენლები, ოფიციალური პირები, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები.

აჭარის დასაქმების სააგენტომ და პროფესიული უნარების ჰაბმა შეაჯამეს სწავლების მესამე ნაკადთან დაკავშირებული სამუშაოები, წარმოადგინეს საანგარიშო მოხსენებები და გადასცეს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები.