2025 წლის 3-4 ივნისს პროფესიული უნარების ჰაბში სამუშაო ვიზიტით
იმყოფებოდნენ პარტნიორი კომპანიების MSC Cruises-ისა (იტალია) და World of Seaman Group-ის (უკრაინა) წარმომადგნლები - MSC-ის პერსონალის შერჩევის მენეჯრი, ბატონი
სტეფანო ჯამპედრონი, WSG-ს დირეტქორი, ქალბატონი ანნა ალეკსიეევა და ადამინური
რესურსების მენეჯერი იაროსლავ გულაკი.
3 ივნისს სტუმრებმა პროფესიული უნარების ჰაბთან ერთად მონაწილეობა მიიღეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ
დასაქმების ფორუმში, სადაც კომპანია MSC-ის წარმომადგენელმა, გემის პერსონალის
შერჩევის მენეჯერმა, ბატონმა სტეფანო ჯამპედრონიმ სიტყვით მიმართა ფორუმის
მონაწილეებს.
3 ივნისს პროფესიული უანრების ჰაბში წარდგენილ იქნა ერთობლივი პროექტი,
რომელიც გულისხმობს პარტნიორ გემთფლობელ ორგანიზაციასთან ერთად საკრუიზო
ლაინერების პერსონალის (10-მდე პოზიცია) მომზადებას დამსაქმებლის მიერ
განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და მათ დასაქმებას MSC-ის საკრუიზო
ლაინერებზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები პროფესიული უნარების სააგენტოს
გუნდთან, რომელიც აქტიურად ჩაერთო წარდგენილი პროექტის განვითარებისა და
ხელშწყობის პროცესებში.
სამუშაო შეხვედრებში, აგრეთვე, ჩართული იყვნენ შუამავალი (საკრუინგო) კომპანია მისტრალის წარმომადგენლები.
მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი საქმიანობის სამომავლო ნაბიჯებსა და
პერსპექტივებზე.